დონალდ ტრამპი: საქართველოს წარმომადგენლებმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს

შანსი გამოჩნდება, მაგრამ ახლა არა, – ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველი არხის ჟურნალისტის კითხვას, როდის გაწევრიანდება საქართველო ნატო-ში.

მანამდე დონალდ ტრამპს ბრიუსელში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე „პალიტრანიუსის“ ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა, შეეხებიან თუ არა საქართველოს საკითხს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე.
„საქართველოს წარმომადგენელები იმყოფებოდნენ აქ. მათ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. ჩვენ მოვისმინეთ მათი მდგომარეობის შესახებ, საქართველოსთან დაკავშირებული ვითარება რთულია. მათ ოთახში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
წყარო: “პირველი არხი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები