„საუკეთესო მთავრობა არის მცირე მთავრობა კვალიფიციური ადამიანებით, სწორედ ეს წარმოუდგინა პრემიერმა საზოგადოებას“

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ მთავრობაში ახალი სახეებისა და ახალ სამთავრობო კონცეფციას ეხმიანება.
“ზოგადად დიდი მთავრობა ხელს უშლის თავისუფალ მეწარმეობას, არის ნაკლებად მოქნილი და ნაკლებად კოორდინირებული, ამის საპირისპიროდ კი აღიარებულია, რომ საუკეთესო მთავრობა არის მცირე მთავრობა დარგობრივი პროფესიონალებითა და კვალიფიციური ადამიანებით. სწორედ ასეთი ხედვა და შემადგენლობა წარმოუდგინა პრემიერმა საზოგადოებას და მას პარლამენტის ნდობა ექნება“,- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, შედეგობრივად ასეთი მიდგომების რეზულტატი აუცილებლად იქნება სახეზე და აისახება მოქალაქეების შემოსავლებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები