ბალანჩივაძის და პეტრიწის ქუჩებზე სკვერები მოეწყო

ბალანჩივაძის ქუჩის N5-სა და დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩის N12-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერების მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
„პროექტის ფარგლებში, სკვერებში საბავშვო გასართობი მოედნები მოეწყო, სადაც სხვადასხვა ატრაქციონები განთავსდა. ასევე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, შესაბამისი ინფრასტრუქტურა დამონტაჟდა და ტერიტორიები ღობით შემოიფარგლა.
პეტრიწის ქ. N12-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკვერში მოსახლეობისთვის ფიტნეს ზონაც განთავსდა, სადაც ათი სავარჯიშო ტრენაჟორი დამონტაჟდა. აღნიშნულ მისამართზე ამ დროისთვის, სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მოედანზე ბალახის ხელოვნური საფარი დაიგება და ყველა საჭირო ინვენტარი განახლდება“,- აცხადებენ თბილისის მერიაში.
დასრულებული და მიმდინარე სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა.
„გამგეობა მაქსიმალურად ცდილობს, რაც შეიძლება მეტი დასასვენებლი სივრცე მოაწყოს და ცხოვრების ჯანსაღის წესის პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი. ამ ეტაპზე, რაიონში ოთხი სკვერისა და ხუთი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
სკვერის პროექტები კომპანია „გრინსერვის+“-მა განახორციელა. ორივე პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 135 685 ლარით დაფინანსდა. სპორტული მოედნის სამუშაოებს კი, გამგეობის დაკვეთით, შპს „დოკასპორტი“ ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები