მამუკა მდინარაძე – აქციის მონაწილეებზე: ტრენინგებზე ასწავლეს, რომ ხელისუფლებას უნდა შეუქმნა ჩიხური სიტუაცია

მათ [აქციის მონაწილეებს] ტრენინგებზე ასწავლეს, რომ ხელისუფლებას უნდა შეუქმნა ჩიხური სიტუაცია. ერთ-ერთი ასეთი არის მძიმე პიროვნული შეურაცხყოფა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც ტრენინგებზე ნასწავლ ამ მავნებლობას რაღაც უნდა დავუპირისპიროთ. ტრენინგებზე ასწავლიან, რომ უნდა ჩამოუშალონ ავტორიტეტი პოლიციელს, მის მაღალჩინოსან, პოლიტიკოსს. გაჩუმდები, წამგებიან სიტუაციაში ხარ, რაღაცას იტყვი – ეს როგორ კადრულობსო. შენ ამას უნდა მიუდგე სახელმწიფოებრივად და ამისათვის ერთადერთი გამოსავალი არის სახელმწიფოებრივი სწორი იძულება, რომ ეს ცუდი საქციელი აკრძალო და აღკვეთო პრევენციული ზომებით“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები