ზელენსკი: მზად ვარ პუტინთან მოლაპარაკებისთვის, თუ იქნება იმის გაგება, როგორ დასრულდება ომი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მზადაა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის, თუკი იქნება გაგება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დასრულების შესახებ.
„რა თქმა უნდა, აშშ-ს, პრეზიდენტ ტრამპს და ევროკავშირის ქვეყნებს მიაჩნიათ, რომ დიპლომატია შეუძლებელია რუსეთის გარეშე, პუტინის გარეშე. ამიტომ მე ვთქვი: „დიახ, მზად ვარ [პუტინთან მოლაპარაკებისთვის], თუ გვექნება გაგება, როგორ დასრულდება ეს ომი“, – თქვა ზელენსკიმ.
მან პუტინთან მოლაპარაკების განკარგულების გაუქმების ვითარებასთან დაკავშირებით მოსკოვის განცხადებებს რუსეთის ნარატივი უწოდა.
„ისინი მუდმივად ეძებენ მიზეზს, რათა შეხვედრა არ შედგეს. და ეს პირდაპირ ვთქვი. ისინი ყოველთვის იპოვიან საბაბს. […] თუ ჩვენ ნამდვილად გვინდა ომის დასრულება, თუ ჩვენ მშვიდობა გვინდა, მიზეზები მეორეხარისხოვანი უნდა იყოს. დანარჩენი საკითხები მოგვარდება, დარწმუნებული ვარ. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ, ჩემი აზრით, პუტინს უბრალოდ ეშინია ჩემთან ომის დასრულებაზე საუბრის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.