მამუკა მდინარაძე: არავის არაფერს მივყიდით, ინვესტირებაში არ შეიძლება ჩაიდოს ანტიეროვნული ინტერესები, ამის მზღვეველები ჩვენზე კარგი ამ ქვეყანას ჯერჯერობით არავინ ჰყოლია

არავის არაფერს მივყიდით. ინვესტირებაში არ შეიძლება ჩაიდოს ანტიეროვნული ინტერესები. ამის მზღვეველები ჩვენზე კარგი ამ ქვეყანას ჯერჯერობით არავინ ჰყოლია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ამ ქვეყანაში ბევრი გამოჩნდა ისეთი, ვინც არაბულ ინტერესებზე [საუბრობს] და არიქა ახლა გვიყიდიანო. ვიღაც თუ „ნაცების“ წისქვილზე ამითაც ასხამს წყალს, ეს მისი პრობლემაა. ალბათ მიხვდა საზოგადოება, რომ ჩვენი იმედი უნდა ჰქონდეს. არავის არაფერს მივყიდით. ინვესტირებაში არ შეიძლება ჩაიდოს ანტიეროვნული ინტერესები. ამის მზღვეველები ჩვენზე კარგი ამ ქვეყანას ჯერჯერობით არავინ ჰყოლია. აქაც დაანებონ თავი ვიღაცებმა რაღაც სპეკულაციებს თავი. ვითომ ზედმეტი „ურა პატრიოტიზმით“ და ულტრაკონსერვატიული რაღაც მოგონილი მიმართულებებით ხალხის გაგიჟებას თავი დაანებონ“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები