სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) შპს იფქლის საწარმოს, კრიტიკული შეუსაბამობების გამოსწორებამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერა
„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) შპს იფქლის საწარმოს, კრიტიკული შეუსაბამობების გამოსწორებამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერა“ – ამის შესახებ ინფორმაციას „მომხმარებელი.ge“ ავრცელებს.
„ერთ-ერთმა მომხმარებელმა შპს იფქლის მიერ წარმოებულ შეფუთულ თეთრ პურში უცხო სხეული აღმოაჩინა, რის შესახებაც 30 იანვარს სურსათის ეროვნულ სააგენტოს შეატყობინა.
5 თებერვალს მოქალაქემ სეს-იდან მიიღო პასუხი, რომლის თანახმადაც სეს-მა შეამოწმა შპს იფქლის კუთვნილი
საწარმო (ს/კ 200179118, ფაქტობრივი მისამართი: თბილისი, ხარაძის ქ. N 2ა).
დაფიქსირდა არაკრიტიკული და
კრიტიკული შეუსაბამობები.
ასევე, გამოვლინდა, რომ შპს იფქლი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ არის რეგისტრირებული სურსათის ბიზნესოპერატორად.
შესაბამისად მეწარმე დაჯარიმდა 1000 ლარის ოდენობით და შეუჩერდა საწარმოო პროცესი, კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე და საქმიანობის
კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრაციამდე.
ინსპექტირების დროს გამოვლენილ არაკრიტიკულ
შეუსაბამობებზე ბიზნესოპერატორს მიეცა შესაბამისი მითითებები და განესაზღვრა გონივრული ვადა
მათ აღმოსაფხვრელად.
აღნიშნული წერილი მოქალაქემ ჩვენ გამოგვიგზავნა და მისი გამოქვეყნება გვთხოვა. წერილის ასლები იხილეთ ქვემოთ. წერილში დაფარულია მოქალაქის პირადი მონაცემები.
შეგახსენებთ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული სურსათისა და მეწარმეების კონტროლის კვარტალური შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე https://nfa.gov.ge/Ge/StateControl“ – წერია ინფორმაციაში.