ვლადიმერ ბოჟაძე – ოპოზიციაზე: მათთვის მნიშვნელოვანი არ არის ჩვენი ქვეყანა და ხალხი
„ქართული ოცნების” წევრის, ვლადიმერ ბოჟაძის განცხადებით, ოპოზიციისთვის ქვეყანა და ხალხი მნიშვნელოვანი არ არის.
„დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს გახარიას პარტია, გაუძლებს თუ არა დანარჩენი ოპოზიციური პარტიების ზეწოლას ამ თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენთვის ოთხივე პარტია არის ერთი, ისინი წარმოადგენენ კოლექტიურ “ნაცმოძრაობას”.
მათთვის მნიშვნელოვანი არ არის ჩვენი ქვეყანა და ხალხი. ის პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, უკავშირდება ერთადერთს, რომ მათ როგორმე თავი გადაირჩინონ და რაც შეიძლება მომზადებულები შეხვდნენ თვითმმართველობის არჩევნებს,” – აცხადებს ბოჟაძე.