ზახაროვა: უკრაინაში ცეცხლის დროებით შეწყვეტა მიუღებელია

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გაყინვა ან ცეცხლის დროებითი შეწყვეტა მიუღებელია, რადგან მას დასავლეთი კიევის რეჟიმის სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად გამოიყენებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.

„დროებითი ცეცხლის შეწყვეტა, ან, როგორც ბევრი ამბობს, კონფლიქტის გაყინვა მიუღებელია. მათ უბრალოდ გამოიყენებს იგივე დასავლეთი, კოლექტიური დასავლეთი და მისი ცალკეული წარმომადგენლები კიევის რეჟიმის სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად და, რა თქმა უნდა, შეიარაღებული სამხედრო შურისძიების მცდელობისთვის“, – თქვა ზახაროვამ.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსულ მხარეს „სჭირდება სანდო, იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებები და მექანიზმები, რომლებიც კრიზისის განახლების თავიდან აცილების გარანტიას იძლევა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები