გუდაური(ფოსტა) – კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა – სტეფანწმინდა – ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა) – კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა) – კობის და სტეფანწმინდა – ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა) – კობის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მე-2, მე-3 და მე-5 ზვავდამცავი გვირაბების გავლით, ხოლო პირველ და მე-4 ზვავდამცავი გვირაბის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.