თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ისრაელში იმყოფება

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ისრაელის სახელმწიფოში იმყოფება. დელეგაცია მონაწილეობას იღებს პარლამენტების ისრაელთან მეგობრობის ჯგუფების თავმჯდომარეებისთვის ისრაელის ქნესეთის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში.
კონფერენცია ტარდება ისრაელის სახელმწიფოს და ქნესეთის დაარსების 70 წლის იუბილეს აღსანიშნავად. ეს არის პირველი მსგავსი ფორმატის კონფერენცია, რომელშიც წარმოდგენილია 30-ზე მეტი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის შეხვედრებში და პანელ დისკუსიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები