„ნაციონალური მოძრაობის“ შტაბი მათივე აქტივისტმა გაქურდა – დანაშაული გახსნილია

შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მერვე განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატის ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის გაქურდვის ფაქტზე, ამავე შტაბის აქტივისტი, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი კ. დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი კ. თბილისში, ვარკეთილის მასივში მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შტაბიდან 12 მაისს, ღამის საათებში „ლენოვოს“ ფირმის 2 პორტატული კომპიუტერი და „ეიჩ პი“-ს ფირმის 2 პრინტერი ფარულად მიითვისა და მიიმალა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული ნივთები მან თბილისის სხვადასხვა ლომბარდში ჩააბარა. ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოების შედეგად, სამართალდამცველებმა ქურდობაში ბრალდებული მომხდარიდან ორ დღეში, ხაშურში დააკავეს. ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=y3B_MhACwVI&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები