გიგი უგულავას პროცესი 2 ივნისისთვის გადაიდო

“თბილისის განვითარების ფონდთან” დაკავშირებულ საქმეზე გიგი უგულავას და მასთან ერთად ბრალდებულების სასამართლოს პროცესი 2 ივნისისთვის გადაიდო. პროცესის გადადების მიზეზი ერთ-ერთი ადვოკატის შუამდგომლობა გახდა. ადვოკატმა მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა, რომ უზენაეს სასამართლოში შეხვედრას უნდა დასწრებოდა და პროცესის გადადება ითხოვა.
გიგი უგულავამ დღევანდელ პროცესზე მოსამართლეს ასევე მიმართა თხოვნით, რომ 2 ივნისის შემდეგ თვითმმართველობის არჩევნებამდე პროცესი არ ჩაინიშნოს, თუმცა მის თხოვნაზე მოსამართლეს არ უპასუხია. დღევანდელ პროცესზე პროკურორებმა მოითხოვეს რამდენიმე სხდომის წინასწარ ჩანიშვნა, თუმცა, როგორც მოსამართლემ აღნიშნა, შემდეგი პროცესები 2 ივნისის სასამართლოს სხდომაზე განისაზღვრება. გიგი უგულავას და მერიის ყოფილ რამდენიმე მაღალჩინოსანს ბრალად “თბილისის განვითარების ფონდიდან” 50 მილიონ ლარამდე გაფლანგვა ედებათ. ბრალდების მიხედვით, აღნიშნული თანხა წინასაარჩევნო პერიოდში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებზე ხელფასების სახით დარიგდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები