სოჭში, ძლიერმა და ხანგრძლივმა წვიმამ მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია. დაიტბორა ქალაქის რამდენიმე რაიონი. სტიქიამ საავტომობილო მაგისტრალებზეც პრობლემები შექმნა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ქუჩებში, ზოგ ადგილას წყლის დონე მეტრ-ნახევარს აჭარბებს. წყლის ნიაღვარმა ავტომობილები მთლიანად დაფარა.
დღეს, სოჭში, მსოფლიო ჩემპიონატის მორიგი მატჩი უნდა გაიმართოს, თუმცა ძლიერი წვიმის შედეგად, საფეხბურთო სტადიონიც დაიტბორა.