ირაკლი შიხიაშვილი გეგმავს პროექტი “გეორგია” პრემიერ-მინისტრს გააცნოს

„ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის” საქართველოში წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი გეგმავს, საკუთარ პროექტ „გეორგიასთან“ დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მიმართოს და აღნიშნული პროექტი გააცნოს. ამის შესახებ შიხიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„პროექტი „გეორგია“ 2015 წელს დავიწყეთ ისრაელის გამოცდილების გათვალისწინებით. პროექტი ითვალისწინებდა საპილოტე პროგრამას – ვეტერანების დასახლებას საზღვრისპირა რეგიონში, კერძოდ, ჯანდარის ტბის სიახლოვეს 550 ოჯახზე ვაკეთებდით ამ პროექტს. ჩავატარეთ ტექნიკურ- ეკონომიკური კვლევა, რომელიც დააფინანსა საპარტნიორო ფონდმა. მინდა მოგახსენოთ, რომ როდესაც პრემიერი იყო ირაკლი ღარიბაშვილი, პროექტი ნახტომებით მიდიოდა. ეკონომიკურ საბჭოზე იქნა მოწონებული და მთავრობაზე იქნა დამტკიცებული მისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დაფინანსების საკითხი. ჩვენ ეს გავაკეთეთ და ვემზადებოდით, დაგვეწყო ამ სოფლის მშენებლობა. ღარიბაშვილის იდეა იმაში იყო, რომ ბიუჯეტით გაგვეკეთებინა ეს თანხა. იმიტომ, რომ ბევრ სიკეთეს მიიღებდა სახელმწიფო, ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში. კერძოდ: დღეს ქვეყანაში მიდის სიღარიბის წახალისება, მატულობს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების რაოდენობა, უმუშევარ ადამიანთა რაოდენობა, ჩნდება კვალიფიციური კადრების დეფიციტი. ეს არ არის სოფლის მეურნეობის პროექტი. სოფლის მეურნეობის პროექტი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ეს პროექტი იძლევა საშუალებას, ახალი ინოვაციური მიმართულებების დანერგვის, მაღალი ტექნოლოგიების დანერგვის, კვალიფიციური კადრების მომზადების. ამასთან, მოგახსენებთ, რომ საზღვრებზე ჩვენი მოქალაქეების რაოდენობა კატასტროფულად მცირდება“- განაცხადა შიხიაშვილმა.
მისი თქმით, ამ პროექტის მიმართ ყოფილ პრემიერს, გიორგი კვირიკაშვილს დაინტერესება არ გამოუხატავს.
„ბოლო სამი წლის განმავლობაში მთავრობის ხელმძღვანელ კვირიკაშვილს და მის ვიცე-პრემიერ ქუმსიშვილს ეს ვერ შევასმინე.
რაც შეეხება დღევანდელ მთავრობას – დიდი იმედი მაქვს, რომ მამუკა ბახტაძე ამ პროექტს შეხედავს სერიოზულად და დაინახავს იმ მნიშვნელოვან მიმართულებებს, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ჩვენი მოსახლეობა დავასაქმოთ, დავასახლოთ და ჩვენმა მოსახლობამ დაიცვას საკუთარი სამშობლო. მისი გამოსვლებიდან გამომდინარე, გამიჩნდა იმედი, რომ ის სერიოზულად შეხედავს ამ პროექტს. უახლოეს პერიოდში ვგეგმავ, ოფიციალურად მივმართო პრემიერს, რათა შედგეს აუდიენცია და ამ პროეტზე მივაწოდო ინფორმაცია, რათა დროულად დაიწყოს პროექტი“, – განაცხადა შიხიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები