საქართველოს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დელეგაცია ეწვევა
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მოწვევით, 4-6 ივლისს, საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომისიის „პარტნიორობა დემოკრატიისთვის” დელეგაცია ეწვევა.
დელეგაციის წევრები შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, თავმჯდომარის პირველ მოადგილე თამარ ჩუგოშვილთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძესთან, კომიტეტების თავმჯდომარეებთან და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართავენ.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომისიის დელეგაციის ვიზიტის მიზანი უსაფრთხოების სფეროს საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებით, საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსთვის კონსულტაციებისა და რეკომენდაციების გაწევაა.
დელეგაციის შემადგენლობაში აშშ-ის კონგრესის ეთიკის ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს, აშშ-ის ადმინისტრაციის, თავდაცვის დეპარტამენტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.