კილაძე ჭიაბერაშვილს: სირცხვილია, „ნაცმოძრაობის“ ძველი თუ ახალი წარმომადგენლები სიღარიბეზე ლაპარაკობდნენ

სირცხვილია „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი თუ ახალი წარმომადგენლები სიღარიბეზე ლაპარაკობდნენ, – ამ სიტყვებით მიმართა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელ ზურაბ ჭიაბერაშვილს.
„ბატონო ზურა, ჩვენ პირველები ვართ ვინც ვამბობთ, რომ ამ ქვეყანაში არის სიღარიბე, მათ შორის ბავშვთა სიღარიბე, თუმცა სირცხვილია, თქვენ რომ საუბრობთ სიღარებეზე, როდესაც თქვენი ხელისუფლების პირობებში ხმა არ ამოგიღიათ არც ერთ წარმომადგენელს. უდიდესი სირცხვილია თქვენგან ამის გაკეთება. სირცხვილია „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი თუ ახალი წარმომადგენლები სიღარიბეზე ლაპარაკობდნენ“, – განაცხადა კილაძემ.
პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებული სხდომა, მიმდინარეობს.
საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას შორის სიტყვიერი კამათი „ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ რეალურად არაფერი იცვლება და წარმოდგენილი ცვლილებები არის მხოლოდ კოსმეტიკური.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები