კახა კახიშვილი : „რუსთავი2“-ის მიერ ამ მასალების დემონსტრირება გასცდა ჟურნალისტის უფლებებს

„რუსთავი 2“-ის მიერ ამ მასალების დემონსტრირება გასცდა ჟურნალისტის უფლებებს – ამის შესახებ ექსპერტმა კახა კახიშვილმა გადაცემა „პოლიტიკის დროში“ განაცხადა. როგორც კახიშვილი აცხადებს, ახალი ჩანაწერებით საზოგადოების აზრის ფორმირება სცადეს. მისი თქმით, პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და ყველაფერზე უნდა გასცეს პასუხი.
„პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და ყველაფერზე უნდა გასცეს პასუხი. როდესაც ჟურნალისტის უფლებებზე ვსაუბრობთ, მათ ცოტა მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ. “რუსთავი2” -ის მიერ ამ მასალების დემონსტრირება გასცდა ჟურნალისტის უფლებებს. შეეძლოთ დაშტრიხული, ან წამობრივი მონაკვეთებით გაეშვათ ეს ჩანაწერები. კონკრეტულ შემთხვევაში შეულახათ მოქალაქეებს, იგივე ბიზნესმენებს უფლებები. კვესიტაძემ ისიც თქვა, რომ სხვა ადამიანების ჩანაწერებიც აქვთ და მათი უფლებების დაცვიდან გამომდინარე არ აჟღერებს. რატომ არ მიიტანა ეს ჩანაწერები პროკურატურაში? ჩემი აზრით, ეს უბრალოდ იყო გზავნილი და არ შეიძლება შევადაროთ „ციხის კადრებს“. ამ ახალი ჩანაწერებით საზოგადოების აზრის ფორმირება სცადეს.“ – განაცხადა კახა კახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები