ინფორმაცია, რომელსაც ჟურნალისტები ავრცელებთ, უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ანუ არ უნდა შეიცავდეს სახელმწიფო საიდუმლოებას

ინფორმაცია, რომელსაც ჟურნალისტები ავრცელებთ, უნდა იყოს ხელმისაწვდომი წყაროდან მოპოვებული, ანუ არ უნდა შეიცავდეს სახელმწიფო საიდუმლოებას – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ გადაცემა „პოლიტიკის დროში“ განაცხადა. მისი თქმით, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და ეს ნიშნავს, რომ გავრცელებული მასალა დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
„პიროვნულ და ადამიანის უფლებებს, მათ ხელშეუხებლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და როცა ხდება ჟურნალისტის მხრიდან ფარულად ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების გამართლება, უნდა არსებობდეს გამართლების საფუძველიც. ინფორმაცია, რომელსაც ჟურნალისტები ავრცელებთ, უნდა იყოს ხელმისაწვდომი წყაროდან მოპოვებული, ანუ არ უნდა შეიცავდეს სახელმწიფო საიდუმლოებას და არ უნდა ხელყოფდეს პიროვნების უფლებებს, განსაკუთრებით–ხელშეუხებლობის პრინციპს“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები