ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული
საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, გიწვევთ გამოფენასა და ფილმის ჩვენებაზე – “დაკარგული ტექნოლოგიების კვალდაკვალ – ტიხროვანი მინანქარი”. ამავე კვირეულის ფარგლებში შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმშიც გაიმართება გამოფენა – “ძველი საქართველოს მონუმენტური მხატვრობა და მისი მოამაგენი”. მუზეუმი ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 18.00 სთ-მდე მუშაობს.