შსს-მ სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კუპრავას მიმართ გამოძიება დაიწყო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ზვიად კუპრავას მხრიდან სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„2018 წლის 12 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში განთავსებულ სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 1983 წელს დაბადებული მოქალაქე ზ.კ.-ს მიერ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით. მიმდინარეობს გამოძიება და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.