სასამართლომ, სააკაშვილს 6-წლიანი პატიმრობა შეუფარდა და 2 წლით თანამდებობაზე დანიშვნა აუკრძალა

დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო.
გადაწყვეტილება მოსამართლე შორენა გუნცაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მას ასევე ჩამოერთვა 2 წლითა და 3 თვით თანამდებობის დაკავების უფლებაც.
მიხეილ სააკაშვილს, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე, ბრალი 2014 წელს წაუყენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები