თეთრიწყაროში სანადირო თოფით მამაკაცი მოკლეს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკეში, სანადირო თოფიდან გასროლით, 58 წლის მამაკაცი, ვაჟა თორაძე მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი იყო. მამაკაცი ამჟამად ფერმერული საქმიანობით იყო დაკავებული და დანაშაულში ბრალდებული მასთან მუშაობდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) მუხლითაა აღძრული.
დანაშაულში ბრალდებული დაკავებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები