არსებული ინფორმაციით, ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ბრალდებული ქალები დააკავეს

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრის ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ბარლდებული ორი ქალბატონი დააკავეს. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ეტაპზე ოფიციალური კომენტარი არ კეთდება.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ნოზაძე გუშინ დიდუბეში დაჭრეს. ნოზაძის დაჭრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.
ირაკლი ნოზაძე ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის ინფორმაციით, ის გულ-მკერდის არეშია დაჭრილი და მაგისტრალური სისხლძარღვი აქვს დაზიანებული. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები