წეროვანში, ავარიის შედეგად დაშავებული ერთი პაციენტი საავადმყოფოში გარდაიცვალა

მცხეთის სამედიცინო ცენტრში ერთი პაციენტი გარდაიცვალა, რომელიც წეროვანში, ავტოავარიის შედეგად დაშავდა, – ამის შესახებ „კვირას“ ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სულ კლინიკებში 19 პაციენტი მოთავსდა.
11 მათგანი მცხეთის სამედიცინო ცენტრში მოთავსდა, ხოლო 8 პაციენტი “ჯეო ჰოსპიტალსის” მცხეთის ფილიალში. ექიმების ინფორმაციით, პაციენტების ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ნაწილის – ნაკლებად მძიმე.
ამასთან, უწყების განმარტებით, ადგილზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე იმყოფება.
ცნობისთვის, წეროვანში მიკროავტობუსს ტრაილერი დაეჯახა.
როგორც “კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
როგორც ტრაილერი, ისე მიკროავტობუსი თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები