ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს
ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დაკავებულია. გავრცელებული ინფორმაციით, ის გუშინ დააკავეს და ამ დროისთვის ზაჰესის იზოლატორში იმყოფება.
ღუდუშაური ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2022 წლიდან 2024 წლის მარტამდე იკავებდა. ის მაშინდელი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მოადგილე იყო.
ილია ღუდუშაური ჯანდაცვის სამინისტროში საფინანსო-ეკონომიკურ მიმართულებას ხელმძღვანელობდა.