“მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ ჩვენ თერმომეტრსა და სატურაციის აპარატზე მოცემულ რიცხვებს კი არ ვმკურნალობთ, ვაფასებთ ბავშვის მდგომარეობას კომპლექსურად” – პედიატრი
“თითქმის ყველა ოჯახშია სატურაციის აპარატი (პულსოქსიმეტრი) — ეს კარგია,
მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რას ზომავს და სწორად როგორ გამოვიყენოთ”, – ამის შესახებ პედიატრი, ინგა მამუჩაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პედიატრი განმარტავს, რას გვიჩვენებს სატურაციის აპარატი.
“სატურაცია (SpO₂) გვიჩვენებს, რამდენად კარგად არის ჟანგბადით გაჯერებული სისხლი. როგორია ნორმები???
ნორმა ბავშვებში და დიდებში:
95–100% — ნორმა,93–94% — საყურადღებო
<92% — დაუყოვნებლი კონტაქტი ექიმთან!!!
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ თუ
თითი ცივია, მოძრაობს ან ტირის ბავშვი, შეიძლება, აპარატმა ცრუ, დაბალი მაჩვენებელი მოგვცეს!!!!
გაზომვამდე ბავშვი უნდა იყოს მშვიდად, თბილად და 1–2 წუთი უძრავად!! სატურაციაზე უფრო მნიშვნელოვანია, დაითვალოთ სუნთქვის სიხშირე!! დაითვალეთ ერთი წუთის განმავლობაში მკერდის აწევა-დაწევა, რაც ძილის მომენტში უფრო მარტივია!
ასაკის მიხედვით სუნთქვის სიხშირის ნორმებია
0–1 წელი: 30–40 სუნთქვა/წთ
1–5 წელი: 25–30
5–12 წელი: 20–25
12+ წელი: 16–20 ( ერთი სუნქვაა ერთჯერ ჩასუნთქვა+ამოსუნთქვა)
როდის უნდა მივაქციოთ ყურადღება:
სუნთქვა გახშირებულია
ხდება გულმკერდის ჩადრეკვა სუნთქვის დროს
ცხვირის ფრთების ბერვა
ბავშვი მოდუნებულია, ძილიანობს,
ვერ ლაპარაკობს ან ვერ ტირის თავისუფლად
სატურაცია < 92%
ასეთ დროს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს!!
ძალიან მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ ჩვენ თერმომეტრზე და სატურაციის აპარატზე მოცემულ რიცხვებს კი არ ვმკურნალობთ, ვაფასებთ ბავშვის მდგომარეობას კომპლექსურად!!!!
ძვირფასო მშობლებო, პანიკა არ გვჭირდება – ჩვენ ცოდნა გვჭირდება,
დაკვირვება და დროული რეაგირება, რაც თავისთავად უსაფრთხოების გარანტია. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას”, – წერს პედიატრი.