სანიაღვრე ქსელზე ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ორ მისამართზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება
სანიაღვრე ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 იანვარს, 00:00 საათიდან 05:00 საათამდე ორ მისამართზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„საბურთალოს რაიონში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება გიორგი სააკაძის დაღმართიდან მარჯვენა სანაპიროსკენ ჩამავალ გზაზე; ხოლო დიდუბის რაიონში შეზღუდვა იმოქმედებს დავით აღმაშენებლის გამზირი N193-ის მიმდებარედ საავტობუსო ზოლში. აღნიშნულ მისამართებზე სანიაღვრე ჭების შეცვლას შპს „თბილსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს.
თბილისის მერია და „თბილსერვის ჯგუფი“ ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!“, – ნათქვამია ინფორმაციაში.