კახეთში, ქურდობის ბრალდებით, 4 პირი დააკავეს (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ლ.შ., 1998 წელს დაბადებული გ.კ., 1982 წელს დაბადებული ზ.გ. და 1988 წელს დაბადებული ლ. მ. ქურდობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 23 ივნისს, თელავის რაიონის სოფელ იყალთოში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს და მიმალვას შეეცადნენ, თუმცა სამართალდამცველებმა ისინი მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.

პოლიციამ მოპარული ფული და დანაშაულის ჩადენის იარაღები – სხვადასხვა სახის ხელსაწყოები, ნივთმტკიცებად ამოიღო.

ასევე, დადგინდა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 20 ივნისს, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჩადუნიანში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, -აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები