მაშველებმა 80 წლის მოხუცი გადაარჩინეს. საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბათუმი – ხელვაჩაურში, მდინარე ჭოროხში 80 წლის მამაკაცი სათევზაოდ იყო გასული. მოულოდნელად წყლის დონემ იმატა, რის შედეგადაც მოხუცი მდინარის კუნძულზე აღმოჩნდა და შველას ითხოვდა. მაშველებმა იგი უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს.
მაშველებმა 80 წლის მოხუცი გადაარჩინეს (ვიდეო)
