რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე – 22 წლის ახალგაზრდა, ბოლო ერთ თვეში, უკვე მეორედ გაიტაცეს
რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე – 22 წლის ახალგაზრდა, ბოლო ერთ თვეში, უკვე მეორედ გაიტაცეს. გიორგი გორგიშელი გორის რაიონის სოფელი მერეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს.
რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის, 22 წლის გიორგი გორგიშვილის გატაცების ფაქტი „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არის დაკავებული. მათივე ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.