“ყოველთვის მეტირება, როდესაც თქვენ გხედავთ” – 5 მცირეწლოვან შვილს მხოლოდ მამა ზრდის

“ჩერნოვეცკის ფონდის” თანამშრომლებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები აბულაძეების ოჯახი მოინახულეს და მცირეწლოვან ბავშვებს უამრავი სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტი მიუტანეს.

უკვე 2 წელია, რაც “ჩერნოვეცკის” ფონდი აბულაძეების მრავალშვილიან ოჯახს ეხმარება. როდესაც გამოცხადდა მათი მხარდასაჭერი საქველმოქმედო აქცია, ლალი აბულაძე – 5 ბიჭის დედა, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მაშინ ასობით ადამიანმა გაიზიარა ამ ოჯახის გასაჭირი და დახმარების ხელი გაუწოდა პატარა ბავშვებს. რაოდენ სასიხარულოა, რომ ეს დახმარება დღემდე გრძელდება!

სამწუხაროდ, საშინელმა ავადმყოფობამ იმსხვერპლა ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე. ახლა 5 მცირეწლოვან შვილს მამა უვლის, რომელიც არ აკლებს მათ სითბოსა და მზრუნველობას, თუმცა მატერიალური სიდუხჭირე ბევრ დაბრკოლებას უქმნის მის ოჯახს.

„ეს დახმარება არის ფასდაუდებელი! ყოველთვის მეტირება, როდესაც თქვენ გხედავთ, რადგან გული სითბოთი მევსება და არ ვგრძნობ თავს მიტოვებულად. უღრმესი მადლობა ყველას, ვინც  ჩემი შვილებისთვის თანხა გაიღო და ჩვენს გვერდით დგას“, – ამბობს ბავშვების მამა შალვა აბულაძე.

მეგობრებო, თუ გაქვთ სურვილი კვლავაც დაეხმაროთ და გაახაროთ აბულაძეების 5 პატარა ვაჟკაცი, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ “ჩერნოვეცკის” ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: აბულაძეების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ფონდის საიტიდან:

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები