საქართველოს მთავრობა 2019-2020 წლებში პენსიის გაზრდას გეგმავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მთავრობა პენსიების ზრდას 2019-2020 წლებში 20-20 ლარით გეგმავს.

„გაფართოვდება შშმ პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებები. მათ შორის დაგეგმილია პენსიების ზრდა 2019-2020 წლებში 20-20 ლარის ოდენობით, რისთვისაც ბიუჯეტში გავითვალისწინეთ დამატებით, დაახლოებით, 400 მილიონი ლარი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები