„თავის დარტყმა ვიგრძენი, თვალებში დამიბნელდა და ჰაერი არ მყოფნიდა” – რამაზ ლომიძის აუტანელი ყოფა

რამაზ ლომიძე უკვე მეცხრე წელია, რაც საწოლს არის მიჯაჭვული. მისი სხეულის დიდი ნაწილი პარალიზებულია. კერძოდ, რამაზს ხერხემალი და კისრის მალები გადატეხილი აქვს,  კისერს პრაქტიკულად ვერ აბრუნებს, ზურგის ტვინი  კი დაზიანებულია. ამ ახალგაზრდა კაცის სხეულის  კუნთები იმდენად სუსტია, რომ იგი ვერ გრძნობს ფეხებს, ვერ შლის ხელის მტევნის თითებს, ხოლო ხანგრძლივი წოლისგან გამოწვეული ჩირქიანი ნაწოლები, კიდევ უფრო აუტანელს ხდის მის არსებობას…

2009 წელს სურამში მოხდა უბედური შემთხვევა, რომელმაც ახლაგაზრდა ადამიანის ცხოვრება გაანადგურა. ერთ ავბედით დღეს,  რამაზს მეგობარმა დახმარება სთხოვა – საქანელას რკინის კონსტრუქცია სატვირთო ავტომანქანით უნდა გადაეტანათ სამეზობლოში მცხოვრები ბავშვებისთვის. როდესაც ავტომანქანა დაიძრა, რამაზი ბორტზე დარჩა და საქანელას ხელით აკავებდა. რამდენიმე წუთის შემდეგ გამოუსწორებელი რამ მოხდა: რკინის მძიმე კონსტრუქცია გამოედო ტალავერს, თვალის დახამხამებაში ძირს დაენარცხა და თან მოიყოლა რამაზი.

„თავის დარტყმა ვიგრძენი, თვალებში დამიბნელდა, ჰაერი არ მყოფნიდა, შემდეგ გონება დავკარგე და მეტი არაფერი მახსოვს“, – იხსენებს რამაზ ლომიძე. იგი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმები დიდხანს იბრძოდნენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად, ერთი ოპერაციის შემდეგ მეორე ჩაუტარეს, შემდეგ მესამე, მეოთხე… თუმცა გადარჩენის იმედს არავინ იძლეოდა იმდენად კატასტროფული იყო ვარდნის შედეგად გამოწვეული ტრავმა.

გარკვეული დროის შემდეგ იგი კომიდანაც გამოვიდა, მაგრამ მან ფეხი სულ სხვა რეალობაში შეაბიჯა – დაიწყო ცხოვრება „გადაადგილების უფლების“ გარეშე.

„ერთი სიკვდილი უკვე გამოვიარე… გადავრჩი! არ მინდა სიკვდილი, სიცოცხლე მინდა! უფალს შევთხოვ, რომ ცოტათი მაინც შემიმსუბუქოს ტკივილი, ცოტათი მაინც გამოვიდე ამ მძიმე მდგომარეობიდან“, – ამბობს რამაზი და ცრემლებს ვერ იკავებს.

ლომიძეების ოჯახს დღეს მატერიალურად ძალიან უჭირს. რამაზის მეუღლეს საშუალება არ აქვს, რომ ავადმყოფს რეაბილიტაციის და მასაჟის კურსი ჩაუტაროს, ძვირადღირებული პრეპარატები უყიდოს…  მთელი ოჯახი ცხოვრობს ხანდაზმული დედ-მამის პენსიის და სოციალური დახმარების ხარჯზე, რაც მხოლოდ ელემენტარული პროდუქტების საყიდლად თუ ჰყოფნით.

თუ გაქვთ სურვილი დაეხმაროთ რამაზ ლომიძეს, პამპერსების, მედიკამენტების, თეთრეულისა და   საკვები პროდუქტების შესაძენი თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ: “ჩერნოვეცკის ფონდის” ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: რამაზ ლომიძე) ან ფონდის ვებგვერდიდან.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები