ოკუპანტებმა სოფელ ახალუბნიდან მწყემსი გაიტაცეს

ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნიდან მწყემსი, 59 წლის მიშა პეტრიაშვილი გაიტაცეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მაშინ გაიტაცეს, როცა ის ორ თანასოფლელთან ერთად, საძოვარზე საქონელს მწყემსავდა, ორმა მწყემსმა კი გაქცევა მოახერხა.
ფაქტთან დაკავშირებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები