ოკუპანტებმა სამი ქართველი მძევალი გაათავისუფლეს
ცხინვალის იზოლატორიდან ოკუპანტებმა საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულსა და გორისაში მცხოვრები სამი ადამიანი გაათავისუფლეს. ე.წ. მესაზღვრეებმა ისინი 5 მაისს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულები ადმინისტრაციული ჯარიმის სანაცვლოდ გაანთავისუფლეს. ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში 16 დაკავებული რჩება.