დავით სერგეენკო “ინგოროყვას ინციდენტზე”: პაციენტს პირველადი მოკვლევით, სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ინგოროყვას სახელობის კლინიკის ექიმ-ტრავმატოლოგის, მურთაზ მამაგეიშვილის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ პირველადი მოკვლევით არ დასტურდება პოლიტიკური ნიშნით, პაციენტის მიმართ ექიმის გულგრილობა. თუმცა, მისივე ინფორმაციით, კლინიკის ეთიკურმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ ექიმის გარკვეული ქმედებები არ იყო ამ კლინიკის პოლიტიკასთან შესაბამისობაში, რის გამოც, მურთაზ მამაგეიშვილი სამსახურიდან გათავისუფლდა.
“ყველაზე საყურადღებო იქნებოდა, რომ პაციენტს სამედიცინო დახმარებაზე თქმოდა უარი. პირველადი მოკვლევით ეს არ დადასტურდა, რომ სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა მას, თუმცა კლინიკის ეთიკურმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ ექიმის გარკვეული ქმედებები არ იყო ამ კლინიკის პოლიტიკასთან შესაბამისობაში, ამიტომ გენერალურმა დირექტორმა მიიღო გადაწყვეტილება მისი გათავისუფლების შესახებ. პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტროს მომართა წერილით, რომ შეისწავლოს ეს შემთხვევა”,- განაცხადა დავით სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნინო კვიტაიშვილის განცხადების საფუძველზე, ინგოროყვას კლინიკის ექიმი-ტრავმატოლოგი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
მურთაზ მამაგეიშვილის გათავისუფლების შესახებ, გადაწყვეტილება კლინიკის დირექტორმა მას შემდეგ მიიღო, რაც ნინო კვიტაიშვილმა ექიმი-ტრავმატოლოგი პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები