„ვისაც საკუთარ თავზე არ უწვნევია „ნაცმოძრაობის“ ხელი, ვერ მიხვდება, რატომ არ მივიდნენ ადამიანები აქციაზე“

პარლამენტის ყოფილი წევრის, უფლებადამცველის, დიმიტრი ლორთქიფანიძის შეფასებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ბოლო პერიოდში, რუსთაველის გამზირზე განვითარებული პროცესები პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა.
როგორც ლორთქიფანიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საპროტესტო აქციაში საზოგადოების წარმომადგენლების დიდმა ნაწილმა, სწორედ ყოფილი ხელისუფლების წევრების იქ ყოფნის გამო, თქვა უარი.
„აქციაზე არ მივიდა ხალხი სწორედ იმიტომ, რომ მათთვის „ნაციონალური მოძრაობის“ ფაქტორი მთავარი დამაბრკოლებელი აღმოჩნდა.
მიუხედავად ამისა, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილისადმი სოლიდარობის განცდა არ შენელებულა საზოგადოებაში. ხალხი ნებისმიერ დროს მზადაა, გამოხატოს მტკიცე მხარდაჭერა შვილმკვდარი მშობლების მიმართ, თუმცა არა იმ კონტექსტში, რომელიც გარკვეული ძალებს სპეკულაციისკენ, სხვათა ტრაგედიის ხარჯზე დაუმსახურებელი ქულების წერისკენ უხსნის გზას. ვისაც 2007 წლის 7 ნოემბერს და 2011 წლის 26 მაისს, საკუთარ თავზე არ უწვნევია რეჟიმის მსახვრალი ხელი ის, რა თქმა უნდა, ვერ მიხვდება, რატომ არ უნდა მდგარიყო ვინმე – საღად მოაზროვნე ადამიანი „ნაციონალების“ გვერდით, მთელი ამ ხნის განმავლობაში“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები