დღეს, ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით, დებატები გაიმართება

დღეს, ევროპარლამენტი დებატებს გამართავს, თემაზე – „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები – ათი წელი რუსეთის შეჭრის შემდეგ“. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
ცნობილია, რომ ევროპარლამენტარების დებატების შემდეგ, სპეციალური რეზოლუციის მიღება მოხდება.
ევროპარლამენტის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, დებატებს ევროპარლამენტში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინი გახსნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები