გორის სოფლები დაისეტყვა

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ გორის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი, მეჯვრისხევი და ახალუბანი დააზარალა.

სეტყვა რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და, სავარაუდოდ, ერთწლიანი კულტურები და ყურძნის მოსავალი დააზიანა.

ზარალის ოდენობა ჯერ უცნობია. უხვი ნალექის გამო მეჯვრისხევში 5 ოჯახის საცხოვრებელი სახლის სარდაფი დაიტბორა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები