გიორგი კახიანი: „ნაცმოძრაობის“ ქმედებები ტყუილებსა და დამახინჯებულ ინფორმაციებზეა აგებული

„თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თითქოს დაკავებულია ნიკა მელია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გიორგი კახიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
კახიანის თქმით, აღნიშნული პოლიტიკური ძალის ქმედებები ტყუილებსა და დამახინჯებულ ინფორმაციებზეა აგებული.
„თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თითქოს დაკავებულია ნიკა მელია. დარწმუნებული ვარ, ეს ისეთივე ტყუილია, როგორც ბევრი სხვა ტყუილი, რომელზეც ადრე უსაუბრიათ. როგორც წესი, მათი პოლიტიკური ქმედებები ტყუილებსა და დამახინჯებულ ინფორმაციებზე არის აგებული. ეს პიროვნება დაკავებული არ არის და ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ მისი დაკავება რომ მოხდარიყო, სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ ვალდებულება, რომ პირველ რიგში, დაუყოვნებლივ აცნობონ პარლამენტს და ეს ჩემთვის გახდებოდა ცნობილი. რაც ვნახე კადრები, ნიკა მელია განარიდეს იმ სიტუაციას, იმის გამო, რომ ალბათ რაღაც პროვოკაციის მოწყობაზე იყო საუბარი. „ნაციონალური მოძრაობა“ იქ მივიდოდა დამატებითი პროვოკაციებისათვის“ -განაცხადა გიორგი კახიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები