ნინო ლომჯარია: სასამართლოს სამზარეულოში მომხდარ ინციდენტზე საქმის შესწავლა უნდა დაიწყოს

სახალხო დამცველი თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ მომხდარ ინციდენტზე საქმის შესწავლა უნდა დაიწყოს.
ამასთან, ნინო ლომჯარიას მიაჩნია, რომ სამართალდამცველების მიერ რუსთაველის გამზირზე კარვების აშლა, არის არაპროპორციული ჩარევა გამოხატვის თავისუფლებაში.
სახალხო დამცველი შსს -ს მოუწოდებს, ყველა დაკავებული პირის ვინაობა გაასაჯაროს.
„ისე სწრაფად ვითარდება მოვლენები, რთულია ყველაფრის შეფასება, მაგრამ, ამდროისთვის, მიგვაჩნია, რომ კარვების დაშლა იყო არაპროპორციული ჩარევა გამოხატვის თავისუფლებაში; შსს-მ უნდა გამოაქვეყნოს ყველა დაკავებული პირის შესახებ ინფორმაცია, ვინ და რა მუხლითაა დაკავებული, სათითაოდ ვარკვევთ და სრული სურათი არ გვაქვს; ყველას შეუძლია მოგვმართოს, მათი დაკავების კანონიერების შესასწავლად; სასამართლოს სამზარეულოში მომხდარ ინციდენტზე უნდა დაიწყოს საქმის შესწავლა, მოწმეთა ჩვენებებზე და არსებულ ვიდეომასალებზე დაყრდნობით, უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევაში დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობა“ – წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები