ახალგორის მიმართულებით გადაადგილება აღდგა

ახალგორის მიმართულებით გადაადგილება დღეიდან ნებადართულია. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ნუგზარ თინიკაშვილის განცხადებით, მიმოსვლა დილის 8 საათიდან აღდგა. რიგში 5 ათასამდე მოქალაქეა, რომლებსაც საზღვრის გადაკვეთის ნებართვა „ფორმა 9-ის“ ქონის შემთხვევაში მიეცემათ.
„ახალგორის მიმართულებით მიმოსვლა დილის 8 საათი დან აღდგა. როგორც ჩვენ გვითხრეს, 4- დღიანი შეზღუდვა 9 მაისს უკავშირდებოდა. ამჟამად ნებართვების გაცემა მიმდინარეობს. გაცემულია დაახლოებით 1000-მდე ნებართვა, შესულია 5000 განაცხადი“, – განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ახალგორის მიმართულებით გადაადგილება 4 დღით შეზღუდული იყო. დე ფაქტო რესპუბლიკის ადმინისტრაცია შეზღუდვების დაწესების მიზეზად 9 მაისის ღონისძიებას ასახელებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები