აშშ ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ უფრო გააძლიერებს
ამერიკის შეერთებული შტატები „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, ავღანეთის პროვინცია ნანგარარში, სამხედრო ოპერაციების კიდევ უფრო გაძლიერებას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გენერალმა გააკეთა.
„ავღანეთში სამხედრო ოპერაციები, გაგრძელდება და კიდევ უფრო ინტენციური გახდება ამ პერიოდის განმავლობაში, ფოკუსირებას კი „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე გავაკეთებთ“, – აღნიშნა აშშ-ის არმიის გენერალმა, ჯონ ნიკოლსონმა, რომელიც ავღანეთში ამერიკულ სამხედრო ძალებს მეთაურობს.
შეგახსენებთ, რომ ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ რამადანის დასრულებასთან დაკავშირებით, „თალიბანთან“ დროებითი ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ „თალიბანის“ ტერორისტულ დაჯგუფებას ეხება და არა ავღანეთში მოქმედ სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს.