ანი ნადარეიშვილის და შალვა ნათელაშვილის დაპირისპირება – “ამაზე ბინძური ჭორი არ გამიგია, მირჩევნია ისევ მგელი მყავდეს აივანზე”

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანა ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, ბიძინა ივანიშვილი როლანდ ახალაიას შვილებს მთელი ცხოვრება აფინანსებდა.
ახალაიას მეუღლემ აღნიშნულ პოსტზე შალვა ნათელაშვილი მონიშნა, და დაწერა, რომ ასეთი ბინძური ჭორი არასდროს არ სმენია.

“როლანდ ახალაიას შვილებს აფინანსებდა ნაძირალა ივანიშვილი მთელი ცხოვრება”, – შალვა ნათელაშვილი, ტვ იბერია, 07.06.2018.

ბატონო Shalva Natelashvili – შალვა ნათელაშვილი, პოლიტიკოსს არ გეკადრებათ ჭორაობა, უბრალოდ არ შეგერგებათ. ამაზე ბინძური ჭორი არც გამიგია, მირჩევნია ისევ მგელი მყავდეს აივანზე”, – წერს ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში.

პოსტს შალვა ნათელაშვილი არ გამოხმაურებია, თუმცა, როგორც როლანდ ახალაიამ ხუმრობით დაწერა, მისი შვილი ბაჩო ახალაია თურმე იმიტომაა ახლა ციხეში, რომ ბიძინა ივანიშვილი ფულის უკან დაბრუნებას ითხოვს, მაგრამ არ უბრუნებენ.

“და იმიტომ ჰყავს ტყვეობაში. უკან დამიბრუნე ფულიო, მაგრამ არ ვუბრუნებთ”, – წერს როლანდ ახალაია.

მოგვიანებით კი, შალვა ნათელაშვილის “ფეისბუქ” გვერდის მეშვეობით, მისმა პრესსამსახურმა უპასუხა და აღნიშნა, რომ ნათელაშვილმა ეს მაშინდელ მთავრობაზე თქვა და არა უშუალოდ ახალაიებზე.

“როგორც ტელემაყურებელი დარწმუნებული ვარ, რომ მან ეს თქვა იმ მთავრობაზე და არა უშუალოდ ახალაიებზე, უბრალოდ იმ სუს-ის მძიმე პიარიდან, რაც წამყვანმა ააგორა, გამოსვლა ძალიან რთული იყო. საკმარისია ეთქვა, რომ მიტინგზე ახალაიების გვერდითაც დადგება, რომ ამ მიტინგის საქმე იყო დამთავრებული. ( me piarsamsaxuri var)”,- წერს შალვა ნათელაშვილის პრესსამსახური.

  

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები