ხელვაჩაურში ჯომარდობისას სამი ტურისტი მდინარეში დაიხრჩო – სამივე რუსეთის მოქალაქეა

აჭარაში, ხელვაჩაურის რაიონში, ჯომარდობის დროს, სამი ტურისტი მდინარეში დაიხრჩო.
“კვირას” ინფორმაციით, სამივე მათგანი რუსეთის მოქალაქეა.
მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
უწყების ცნობით, მდინარეში კიდევ ერთ პირს ეძებენ, რომელიც საქართველოს მოქალაქეა.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. უბედური შემთხვევა ნავის ამოტრიალებამ გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები