ლევან მაჭავარიანი ელენე ხოშტარიას: როდესაც მთელმა საქართველომ იცის, ძალიან დიდი ფულით ფინანსდები რუსეთის ბიუჯეტიდან და კიდევ სხვას რომ დაუძახებ რუსეთუმეს
„როდესაც დიპლომატიური კორპუსი ასეთი ტიპის კამპანიებზე დუმს, ისინი ირიბადაც და პირდაპირაც ამ ყველაფერს ახალისებენ, ვინაიდან იციან, რომ ამ ყველაფერს აორგანიზებენ ის „ენჯეოები“, ვინც მათივე ფულით ფინანსდებიან,”- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი აცხადებს.
„როდესაც მთელმა საქართველომ იცის, რომ უკვე წლებია, ძალიან დიდი ფულით ფინანსდები რუსეთის ბიუჯეტიდან შენ და მთლიანად შენი ოჯახი და კიდევ სხვას რომ დაუძახებ რუსეთუმეს, არ ვიცი, სარკეში ჩაიხედე ძილის წინ და შეიძლება, რაღაც ამოიცნო შენს თავში“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მედიაზე თავდასხმის ადგილად იქცა. ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.