„ნათელა იანქოშვილი კერძო კოლექციებიდან“ – წინანდლის მუზეუმში გამოფენა გაიხსნება
11 მაისს, 15:00 საათზე, წინანდლის მუზეუმში ნათელა იანქოშვილის გამოფენა გაიხსნება – „ნათელა იანქოშვილი კერძო კოლექციებიდან“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ცნობილი ქართველი ფერმწერის, გრაფიკოსისა და ილუსტრატორის ნამუშევრების დათვალიერება, მამულის სტუმრებს ორი თვის განმავლობაში შეეძლებათ.