ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროპის დღეს, ლვოვში იმყოფებიან

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი და ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრები, ევროპის დღეს უკრაინის ქალაქ ლვოვში ჩავიდნენ.

ევროპელმა დიპლომატებმა პატივი მიაგეს რუსეთის წინააღმდეგ ომში დაღუპული უკრაინელი სამხედროების ხსოვნას.

„დღეს ჩვენ ევროპის დღეს უკრაინასთან და მის ხალხთან ერთად აღვნიშნავთ, რადგან ოჯახში სიხარულიც და გაჭირვებაც გაზიარებულია. საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, ჩვენ უკრაინასთან ერთიანები ვართ ხანგრძლივი მშვიდობისთვის, მომავლისთვის, რომლისაც გვჯერა“, – დაწერა კალასმა სოციალურ ქსელში.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ ლვოვში ევროპელი დიპლომატების ვიზიტს ისტორიული შეკრება უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები