შალვა პაპუაშვილი: ის, რომ ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის დღეზე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პირი თავს ესხმის ჟურნალისტს, კარგად გვაჩვენებს, თუ სადამდე მივყავართ უპასუხისმგებლო დონორობას
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც,
ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მედიაზე თავდასხმის ადგილად იქცა, კერძოდ, ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს, იმ დროს, როდესაც ჟურნალისტი ინტერვიუს წერდა, ელენე ხოშტარია მას მიეჭრა, მუშაობაში ხელი მიზანმიმართულად შეუშალა, რესპონდენტს კი საუბარი არ აცადა.
,,ის, რომ ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის დღეზე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პირი თავს ესხმის ჟურნალისტს, კარგად გვაჩვენებს, თუ სადამდე მივყავართ უპასუხისმგებლო დონორობას”,- წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.